Language:
მთავარი | კონტაქტი | Facebook გვერდი


მთავარი პროდუქცია საინტერესო კონტაქტი

10 რჩევა - როგორ უნდა შევინახოთ სუნელ-სანელებლები
მას შემდეგ, რაც თქვენს სასურსათო მაღაზიაში შეიძენთ სხვადასხვა სუნელ-სანელებლებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ მათი შენახვის წესები. ასე თქვენ გაუხანგრძლივებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადას და ის დიდი ხნის მანძილზე არ დაკარგავს არომატს, ფერს, გემოვნებით თვისებებს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას მათი შენახვა-გამოყენების შესახებ:
1. დასაფქვავი სუნელები უფრო დიდხანს და კარგად ინახება ვიდრე დაფქვილი. 
2. მოარიდეთ სუნელები სიცხეს, სინესტეს და მზეს.
3. მოარიდეთ სუნელები ღუმელს და ნუ შეინახავთ ფანჯრის მახლობლად.
4. თუ სუნელებს შეინახავთ დახურულ მდგომარეობაში (ჰაერ-გაუმტარ ჭურჭელში), მათი შენახვის ვადა გაიზრდება 4 წლამდე დასაფქვავის შემთხვევაში და 2-3 წლამდე დაფქულის შემთხვევაში.
5. ნებისმიერი სუნელი როგორც წესი არ ფუჭდება, ის უბრალოდ დროთა განმავლობაში ძალას კარგავს. ძველი და ძალა დაკარგული სუნელი აღარ იძლევა ისეთ არომატს და გემოს როგორსაც ახალი.
6. სუნელების შემოწმების არსებობს 3 გზა - ფერი, სუნი და გემო. თუ რომელიმე დაკარგული აქვს პროდუქტს, მაშინ ეს სიძველის მანიშნებელია.
7. ნუ ჩაყრით სუნელს შეფუთვიდან პირდაპირ ცხელ ქვაბში - ქვაბიდან ამომავალი ორთქლი სუნელს უკარგავს გემოს და არომატს და შესაბამისად შეფუთვაში დარჩენილი პროდუქტი შესანახად შემდგომი მოხმარებისთვის ნაკლებად ვარგისი იქნება.
8. დარწმუნდით რომ კოვზი რომელსაც იყენებთ შეფუთვიდან სუნელის ამოსაღებად მშრალია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეფუთვაში შეტანილი სისველე შესანახად დარჩენილ სუნელს დაუკარგავს არომატს.
9. წითელ წიწაკას თუ შევინახავთ მაცივარში, დახურულ მდგომარეობაში (ჰაერ-გაუმტარ ჭურჭელში, შეფუთვაში), ფერს და არომატს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.
10. მოხმარების შემდეგ შესანახად დარჩენილი სუნელი უმალვე მოათავსეთ დახურულ მდგომარეობაში და გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები.


скачать dle 12.0