Language:
მთავარი | კონტაქტი | Facebook გვერდი


მთავარი პროდუქცია საინტერესო კონტაქტი

კომპანია სუნელის შესახებ

      ჩვენი კომპანია  დაარსდა 2014  წლის 15 იანვარს  ერთადერთი  მიზნით:
საქართველოს  მოსახლეობას  მივაწოდოთ  ეკოლოგიურად  სუფთა,  ქართული  
და უცხოური სუნელები. 
      გარდა  ადგილობრივი,  ტრადიციული  ქართული  სუნელებისა ჩვენ  შემოგვაქვს 
უმაღლესი  ხარისხის სუნელები (თესლის სახით),  მსოფლიოს მაშტაბით ისეთი დიდი
და ცნობილი მწარმოებელი  ქვეყნებიდან, როგორიცაა: ეგვიპტე,  ინდოეთი,  ვიეტნამი,
ბულგარეთი, უკრაინა და სხვა;  ვახდენთ მათ გადამუშავებას (დაფქვას),  დაფასოებას 
და მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტს ყოველგავარი ზედმეტი დანამატების გარეშე,
ფასის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური შეფუთვით. 
     ჩვენი  პროდუქცია  გამოირჩევა  უმაღლესი  ხარისხით, სასიამოვნო არომატით, და
ვიტამინების დიდი რაოდენობით, რასაც განაპირობებს მისი 100%-ით  ნატურალურობა.
 
        
 

G o l d e n   B r a n d   2 0 1 5


   კომპანია "ს უ ნ ე ლ ი" - ოქროს ბრენდით დაჯილდოვდა. მინდა გაცნობოთ, რომ 2016 წლის თებერვალში
კომპანია GLOBAL IDEA-ს და გაზეთ The FINANCIAL -ის მიერ, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა
და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, რჩეული ბრენდების გამოსავლენად ჩატარდა კვლევა.
   2015 წლის რჩეული ბრენდების შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს წამყვანმა  ექსპერტებმა  
ეკონომიკურ საკითხებში, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლებმა და ხელმძღვანელმა 
პირებმა, კონსალტინგურმა ჯგუფებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.
   კვლევის მიზანი ყველაზე ცნობადი ბრენდის გამოვლენა იყო.
ნომინაციაში: სუნელ-სანელებლები, საწებლები - წარმოება, რეალიზაცია - რჩეული ბრენდი - გამარჯვებული
გახდა კომპანია "ს უ ნ ე ლ ი".

 
ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. პროექტის დაარსებიდან ოქროს ბრენდი 
მხარდაჭერილია საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის, ამერიკის 
სავაჭრო პალატის, ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით. 
ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. მედიაში ხშირად ის 
ბიზნესის ოსკარად მოიხსენიება.  


 
 
 
                                           



фильмы бесплатно