|
მაკარონი და ყვავილოვანი კომბოსტო მდოგვის სოუსით
ინგრედიენტები:- 1 თავი ყვავილოვანი
კომბოსტო
- 300 გ. მაკარონი
(მილისებრი)
- 200 მლ. არაჟანი
(15% ცხიმოვნებით)
- 2 სუფრის კოვზი
მდოგვი
- 170-200 გ. ქარხნის
ყველი
- 2ც. დიდი პომიდორი
- მარილი
- წყალი
- შავი პილპილი
(დაფქული)
- კარაქი ან ზეითუნის
ზეთი
მომზადების წესი: კარგად გარეცხილი
ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ ყვავილებად.
წვრილად დავჭრათ და დავაქუცმაცოთ ყველი. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ ცოტაოდენი მარილი, მოვურიოთ და წამოვადუღოთ. შემდეგ ჩავყაროთ მაკარონი. კვლავ მივიყვანოთ წყალი დუღილამდე და მაკარონი ვხარშოთ 2 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ქვაბში ჩავამატოთ უკვე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო და ყველაფერი ერთად ვხარშოთ კიდევ 10 წუთი. მიღებული მასა გავწუროთ და გავათავისუფლოდ ზედმეტი სითხისგან. მაკარონისგან
განთავისუფლებულ თბილ ქვაბში მოვათავსოთ არაჟანი
და მდოგვი; დავაყაროთ დაჭრილი ყველის 2/3; ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავადგათ
ნელ ცეცხლზე იმდენი ხნით სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება. ყვავილოვანი
კომბოსტო მაკარონით მოვათავსოთ კარაქით ან ზეითუნის ზეთით შემზადებულ სპეციალურ საცხობ
ფორმაში. ზემოდან მოვასხათ უკვე მომზადებული მდოგვის სოუსი (საჭიროების შემთხვევაში
ეს ყველაფერი მოვურიოთ). მიღებულ მასას ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი პომიდორი;
მოვაყაროთ შავი პილპილი გემოვნებით და დარჩენილი 1/3 წვრილად დაჭრილი ყველი. საცხობი ფორმა შევდგათ წინასწარ 200°C-მდე გამთბარ ღუმელში და ვაცხოთ მანამდე სანამ საბოლოო პროდუქტი მოყავისფრო ქერქს გაიკეთებს (დაახლოებით 7-10 წუთი). скачать dle 12.0 |