ტრადიციული ქართული სუნელ-სანელებელია. იგი წარმოადგენს მარილის, სხვადასხვა სუნელებისდა ნივრის ნაზავს. გარდა ყვითელი ყვავილის, ქინძის, უცხო სუნელის, წითელი წიწაკის და სხვა სუნელების ერთობლიობისა, სვანური მარილის უნიკალურ არომატსა და გემოს განაპირობებს მთის ძირა (გიცრული), რომელიც მხოლოდ სვანეთში იზრდება. არსებობს სვანური მარილის მომზადების სხვადასხვა რეცეპტი; შესაბამისად ნივრის რაოდენობიდან გამომდინარე მიიღება სველი ან მშრალი მარილი; გამოყენებული სუნელების რაოდენობიდან გამომდინარე მიიღება მუქი ან ღია ფერის მარილი; სანელებლის დამზადებისას უმჯობესია მსხვილი მარილის გამოყენება თუმცა ეს გემოვნების საკითხია და ხშირად წვრილად დაფქვილ მარილსაც იყენებენ.
скачать dle 12.0