Language:
მთავარი | კონტაქტი | Facebook გვერდი


მთავარი პროდუქცია საინტერესო კონტაქტი

ქინძი

წარმოადგენს ერთწლოვან მცენარეს ქოლგოსანთა ოჯახიდან. ქინძის სამშობლოთ მიიჩნევა ხმელთაშუა ზღვისპირეთი, სადაც გვხვდება ველური სახით და კულტივირებული იქნა ამავე ადგილებში. ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ აღწევს. აქვს სფეროსებრი ან მოგრძო-მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებსა და ცხიმებს. საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან და გვხვდება რამდენიმე კულტურული სახეობა. ქინძი ყველაზე ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, თუმცა ხშირად იყენებენ პარფიუმერიაშიც და მედიცინაშიც.

100გ ქინძი შეიცავს ნივთიერებებს:
წყალი - 92.2 გ; ცილები - 2.1 გ
ცხიმები - 0.5 გ; ნახშირწყლები - 1.9 გ
 
ვიტამინებს:
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი) – 3.93 მგ
ვიტამინი B1 – 0.07 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 0.16 მგ
ნიკოტინმჟავა (ვიტამინი B3 ან  PP) - 0.11 მგ
ვიტამინი B4 – 12,8 მგ
ვიტამინი B5 – 0.57 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0.15 მგ
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) - 62 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 27 მგ
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – 2.5 მგ
ვიტამინი K - 310 მკგ
 
მაკრო და მიკროელემენტებს:
კალიუმი - 521 მგ; კალციუმი - 67 მგ;  მაგნიუმი - 26 მგ
ნატრიუმი - 46 მგ; ფოსფორი - 48 მგ.
რკინა - 1.77 მგ;  მანგანუმი - 426 მკგ;  სპილენძი - 225 მკგ
სელენი - 0.9 მკგ;; თუთია - 0.5 მგ

კალორიულობა: 23კკალ
 

скачать dle 12.0