წარმოადგენს მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს ზამბახისებრთა ოჯახიდან. ის
გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არა აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი
ბოლქვიდან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.
საქართველოში 5 სახეობაა და მათ შორის ერთი(Crocus autranii) ვიწრო ენდემური სახეობაა
და მარტო აფხაზეთში იზრდება. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანია, ამიტომ აშენებენ
დეკორატიულ მებაღეობაში. ყვითელი ყვავილიც ზაფრანას ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ფართოდ
გამოიყენება კულინარიაში. ზაფრანას გააჩნია ასევე უნიკალური სამკურნალო თვისებები, რის გამოც მას მოიხმარენ მედიცინაში 100-ზე
მეტ დაავადების მკურნალობაში.
100გ ზაფრანა შეიცავს ნივთიერებებს:
წყალი - 11.9 გ; ცილები - 11.43 გ; ცხიმები - 5.85 გ
ნახშირწყლები - 61.47 გ; ცხიმოვანი მჟავა 1,586 გ
ვიტამინებს:
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი) – 27 მკგ
ვიტამინი B1 – 0,115 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,267 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 1,01 მგ
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) - 93 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 80,8 მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინმჟავა) – 1,46 მგ
მაკრო და მიკროელემენტებს:
კალიუმი - 1724 მგ; კალციუმი - 111 მგ; მაგნიუმი - 264 მგ
ნატრიუმი - 148 მგ; ფოსფორი - 252 მგ; რკინა - 11,1 მგ
მანგანუმი - 28,408 მგ; სპილენძი - 328 მკგ
სელენი - 5,6 მკგ; თუთია - 1,09 მგ
კალორიულობა: 310კკალ
скачать dle 12.0